მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბუდაპეშტში მიგრანტების უკანონო გადაყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბუდაპეშტში მიგრანტების უკანონო გადაყვანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბუდაპეშტი საქართველოს მოქალაქე ათობით მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია თურქეთის მოქალაქეც.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 65 ადამიანზე, რომლებიც უნგრეთში უკანონოდ შეიყვანეს და ჯგუფი მათ გადაყვანას გერმანიაში გეგმავდა.

გამოძიების ცნობით, 26 წლის თურქეთის მოქალაქე და 32 წლის საქართველოს მოქალაქე ბუდაპეშტში საცხოვრებლის მართვაში მონაწილეობდნენ.

მიგრანტები თურქეთისა და ავღანეთის მოქალაქეები არიან. ისინი ამბობენ, რომ თავდაპირველად, ოქტომბრის დასაწყისში, ორ ბინაში იყვნენ. მათივე თქმით, თურქეთის მოქალაქე კაცმა მათ ტელეფონები წაართვა, ქართველმა კი ბინაში ჩაკეტა.

9 ოქტომბერს ადგილზე პოლიციის მისვლისას დაკავებულმა ქართველმა მანქანით გაქცევა მოახერხა. ის მოგვიანებით სხვა უბანში დააკავეს.

კომენტარები