მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ბუდუ ზივზივაძე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ბუდუ ზივზივაძე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და შესაბამისად, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – შეფასებები ანალიტიკურ ვებგვერდ Sofascore-ზე გამოქვეყნდა.

მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურში „პადერბორნთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრაში „კარლსრუეს“ ქართველმა თავდამსხმელმა 9,0 ქულა დაიმსახურა და რჩეულ თერთმეტეულში მოხვედრის გარდა, ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

Sofascore-ის შეფასებით, ქართველი ფეხბურთელი საშემოდგომო ეტაპის შემდეგ მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშეთა შორის მეორე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ სამეულში მხოლოდ „კარლსრუეს“ მოთამაშეები არიან – ბუდუს მხოლოდ თანაგუნდელი მარვინ ვანიცეკი ასწრებს, მესამეზე კი მეკარე მაქს ვაისია.

რეიტინგის სიაში მოსახვედრად მოთამაშეები უნდა აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს – მათ უნდა ითამაშონ ტურნირის მთლიანი წუთების მინიმუმ 60%.

1. მარვინ ვანიცეკი, ნახევარმცველი – 7.71

2. ბუდუ ზივზივაძე, თავდამსხმელი – 7.56

3. მაქს ვაისი, მეკარე – 7.11

ზივზივაძე მეორე ანალიტიკურმა პორტალმა Whoscored-მაც გამოარჩია და საშუალო 7.5 ქულით მეორე ბუნდესლიგის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ გუნდშია.

კომენტარები