მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გადავარჩინოთ სულორი ჰესს” – ვანში მასშტაბური აქცია დააანონსდა 

“გადავარჩინოთ სულორი ჰესს” – ვანში მასშტაბური აქცია დააანონსდა 

ვანის მუნიციპალიტეტში 12 აპრილს მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.

თბილისიდან ჩამოსული სამოქალაქო აქტივისტები, გარემოს დამცველები და ადგილობრივები მდინარე სულორზე 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „სულორი ჰესის“ მშენებლობას გააპროტესტებენ.

მოსახლეობა “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდი მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული იყო, ახლა კი ადგილზე მშენებლობის სამზადისი განახლდა.

“სულორის გადასარჩენად, შაბათს, 12 აპრილს,  ვიკრიბებით “თბილისი მოლთან”. დილის 9 საათზე კოლონა გეზს აიღებს დასავლეთისკენ, სადაც ქუთაისის შემოსასვლელთან  ხალხის ნაკადი დაგვემატება, ერთად  დავდგეთ და გავარკვიოთ რა საფრთხის შემცველი იქნება ე.წ ჰესის მშენებლობა. გადავაზიაროთ გთხოვთ”, – წერენ აქტივისტები სოციალურ ქსელში.

ვანის სოფლების მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული ჰესის აშენების შემდეგ, სოფელი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, მოსახლეობა კი იძულებული გახდება სოფლები დატოვოს.

კომენტარები