ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ უკვე გადაიტანეს კორონავირუსი, “ომიკრონით“ ინფიცირების რისკი 5-ჯერ აქვთ გაზრდილი.
მისივე თქმით, მაღალი რისკის წინაშე არიან ასევე ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანებიც.
“ძალიან დიდი მზაობა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფა სჭირდება ქვეყანას, ერთი მხრივ, საწოლფონდის მობილიზების, მეორე მხრივ, ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერების კუთხით. პირველადი რგოლი, რომელზეც ძალიან დიდი ყურადღება გამახვილდა. ამ ტალღის წინ, რომელზეც არის გარკვეული მოსაზრება, რომ ვერც ერთი ადამიანი ამას ვერ გადაურჩება, გადატანილი ინფექციის მქონე ადამიანებს 5-ჯერ აქვთ გაზრდილი რისკი, რომ კვლავ გახდნენ ავად, სამწუხაროდ, ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანებიც მაღალი რისკის წინაშე არიან, ყველაზე მეტად დაცული არიან ბუსტერული დოზის მქონე ადამიანები, მათი რიცხვი საქართველოში სამწუხაროდ, 100 ათასს არ აღემატება. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, ვისთანაც გავიდა სამი და მეტი თვე ბოლო ვაქცინიდან, დაიმატეთ დოზა ვაქცინის, ვაქცინა არის ვადიანი, სრულფასოვანი და თქვენ პრაქტიკულად 80-პროცენტიანი გარანტია იმისა, რომ მძიმე დაავადება არ გაგივითარდებათ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
კომენტარები