მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გამოკითხულთა 42% კორონავირუსის საწინააღდეგო აცრას არ აპირებს – ახალი კვლევა

გამოკითხულთა 42% კორონავირუსის საწინააღდეგო აცრას არ აპირებს – ახალი კვლევა

გამოკითხული მოსახლეობის 42% კორონავირუსის საწინააღდეგო აცრას არ აპირებს, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

კორონავირუსის პანდემიის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება: მოსახლეობის 42% არ აპირებს აცრას. მხოლოდ 25% ამბობს, რომ აიცრებოდა, 29% კი აცხადებს, რომ უკვე გაიკეთა ვაქცინა.

ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა (38%) და ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ (20%).

ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34% ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.

კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები