მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გამოსავალი მაინც ვაქცინაციაშია, გაიკეთეთ მესამე და მეოთხე “ბუსტერ” დოზა”

“გამოსავალი მაინც ვაქცინაციაშია, გაიკეთეთ მესამე და მეოთხე “ბუსტერ” დოზა”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი BA.4 / BA.5 შტამები სწრაფად ვრცელდება და მარტივად გადამდებია.

მისივე თქმით, ახალ შტამების წინააღმდეგ ბუსტერ დოზები ყველაზე ეფექტურია.

“სამწუხაროდ, ვაქცინაციით მოცვა საქართველოში ჯერ დაბალია. კოვიდის მატებაა და სამწუხაროდ, არ შეინიშნება, რომ მოსახლეობა აცრის პუნქტებს მოაწყდა. გამოსავალი მაინც ვაქცინაციაშია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გაიკეთა 2 დოზა, გაიკეთოს მესამე და მეოთხე ბუსტერ დოზა, იმიტომ რომ ბუსტერ დოზები უკეთესად შველის, ვიდრე პირველი ორი ვაქცინაცია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები