მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გატაცება მექსიკის საზღვართან – მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა

გატაცება მექსიკის საზღვართან – მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა

მექსიკის საზღვართან ქართველები გაიტაცეს. სამი დღეა, 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული.

მძევლებს შორის ქალებიც არიან, თუმცა უცნობია გატაცებულებს შორის არიან თუ არა ბავშვები.

გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ. ტყვეობაში მყოფი მოქალაქეები ოჯახის წევრებთან კრიმინალური დაჯგუფების სისასტიკეზე მოკლეტექსტური შეტყობინებებით საუბრობენ.

“ტყვეობაში ვარ, ნარკოკარტელებთან, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. გაგვიტაცეს და ფულს ითხოვენ. რაღაც დაჯგუფებაა. 30 კაცი ვართ და 90 ათასს ითხოვენ… შეიძლება ცოტა ხანში [ტელეფონი] ისევ წაგვართვან, ძმაო, რაღაც სარდაფში ვართ 120 კაცი დამწყვდეული. ველოდებით გაყვანას… იარაღი დამადეს და მეორე დანის კონდახს მირტყამდა იმის გამო, რომ 2 ესპანური სიტყვა ვიცოდი. ყვიროდნენ და მირტყამდნენ. არ ვიცი რატომ”,  – წერს ერთ-ერთი გატაცებული მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მექსიკაში ქართველების გატაცების შესახებ ინფორმაციას და აცხადებს, რომ კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან და გატაცებული მოქალაქეების შესაძლო ადგილსამყოფელს არკვევს.

“საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან  დამატებითი ინფორმაციის  მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები