მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“გაფიცვა შენი უფლებაა”, – აქცია-პერფორმანსი ქუთაისის იუსტიციის სახლში

“გაფიცვა შენი უფლებაა”, – აქცია-პერფორმანსი ქუთაისის იუსტიციის სახლში

“გაფიცვა შენი უფლებაა”,  – ამ შინაარსის ტრანსპარანტით სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისის იუსტიციის სახლში აქცია-პერფორმანსი გამართეს.

ევროინტეგრაციის მომხრე ახალგაზრდებმა, იუსტიციის სახლში დასაქმებულებს გაფიცვისკენ, ადგილზე მყოფ მომხმარებლებს კი აქციაზე შეერთებისკენ მოუწოდეს.

“დღეს, ქუთაისში, იუსტიციის სახლში რამდენიმე აქტივისტი შევედით, პლაკატებით, აქციაზე დაშავებული, რეჟიმის მსხვერპლი აქტივისტების ფოტოებით, დავარიგეთ მომსახურე პერსონალთან და ბოლოს გამოგვიშვეს. არ შეიძლებაო, არ შეიძლება ამ ქვეყანაში სიმართლის თქმა! მთავარი მესიჯი: გაიფიცე! გაფიცვა შენი კონსტიტუციური უფლებაა”, – წერს აქტივისტი მარიამ მინდელი.

კომენტარები