ღვთისმშობლის შობის ტაძრის დროებითი გადახურვა ამ დრომდე არ დასრულებულა, წმ. გიორგის ეკლესიის არც კი დაწყებულა, – ამის შესახებ “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მშრალი ამინდების მიუხედავად დროებითი გადახურვის მონტაჟის სამუშაოების ტემპი კრიტიკას ვერ უძლებს.
“გელათის დაზიანებიდან 5 წელი გავიდა.
ღვთისმშობლის შობის ტაძრის დროებითი გადახურვა ამ დრომდე არ დასრულებულა.
წმ. გიორგის ეკლესიის არც კი დაწყებულა.
მშრალი ამინდების მიუხედავად დროებითი გადახურვის მონტაჟის სამუშაოების ტემპი კრიტიკას ვერ უძლებს.
მიზეზი მიდგომებსა და სტრატეგიაში ჩამოუყალიბებლობაა.
პროექტი გზადაგზა იცვლება და ექსპერიმენტულ ხასიათს რომ ატარებს, ამ ფოტოზეც ჩანს.
მონასტრის ეზოში აწყობენ გუმბათის ირგვლივ ამოსაყვანი ხარაჩოს ანალოგს.
რბილად რომ ვთქვათ, უცნაური პრაქტიკაა”, – წერს ბარათაშვილი.
კომენტარები