მთავარიახალი ამბებირეკლამა

“გენსტარი” – როცა ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები ერთ სივრცეში ერთიანდება

“გენსტარი” – როცა ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები ერთ სივრცეში ერთიანდება

ქუთაისში რამდენიმე თვეა, ახლადგახსნილი სერვისცენტრი “გენსტარი” ფუნქციონირებს.

კომპანიის მიზანია, რომ ქართულ ბაზარზე დაამკვიდროს მაღალი ხარისხის ავტო სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომი ყველასთვის იქნება.

“გენსტარის” გუნდი შედგება კვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში და შესაბამისად, მომხმარებელთა მხრიდან სანდოობითაც სარგებლობენ.

“15 წელია, ავტოსერვისის ბიზნესში ვარ. ეს საქმე კარგად ვიცი და ძალიან მომწონს, როდესაც ჩემს თანაქალაქელებს ხარისხიან და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას ვუწევთ. მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა და მათი ავტომობილების პრობლემების ინდივიდუალური განხილვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ყოველთვის ჩემი მიზანი მუდმივი განვითარება იყო. სწორედ ამ მიზეზით წავედი უკრაინაში, რათა მესწავლა ავტოსერვისის სხვა მომსახურებები. 3 თვეა, რაც კომპანია “გენსტარი” გავხსენით და პირველივე დღიდან, ჩემი და ჩვენი კომპანიის მთავარი ამოცანაა ქართულ-უკრაინულ კომპანიაში მოსულმა მომხმარებელმა მიიღოს მაქსიმალური ხარისხი, მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში”, – ამბობს “გენსტარის” დირექტორი გოდერძი კვანტალიანი.

“გენსტარში” არამხოლოდ ხარისხიან მომსახურებას მიიღებთ, არამედ შეგიქმნიან სრულ კომფორტს და ერთ სივრცეში დაგხვდებათ ყველა იმ მომსახურება, რაც შეიძლება თქვენი ავტომობილისთვის იყოს საჭირო:

-კომპიუტერული დიაგნოსტიკა.

-კონდიცირების სისტემის სრული სერვისი.

-გათბობის სერვისის სრული სერვისი.

-გენერატორის (დინამოს) შეკეთება.

-სტარტერის დიაგნოსტირება- შეკეთება

-ალუმინის შედუღება.

“გენსტარის” მისამართია: ქუთაისი, ქვიტირი, პირველი ქუჩა N8

კომენტარები