მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გერმანიიდან ქართველების მორიგი დეპორტაცია განხორციელდა

გერმანიიდან ქართველების მორიგი დეპორტაცია განხორციელდა

დეპორტაციის მორიგი ტალღა ევროპიდან – გერმანიიდან საქართველოში მორიგი საგანგებო რეისი  შესრულდა. ბერლინიდან სამშობლოში ქართველების მორიგი ნაკადი დააბრუნეს.

ათობით ქართველი გერმანიიდან დეპორტირებულია. ბოლო პერიოდში ეს ევროპიდან დეპორტაციის მეხუთე ნაკადია.

“მათ ჰქონდათ თავშესაფარი მოთხოვნილი, თავიანთი ჯანმრთელობის სიტუაციიდან და როგორ თავად აღნიშნავენ ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა მათ ეთქვათ უარი და დააბრუნეს საქართველოში”, – ამბობს “ფრონტექსის” ადამიანის უფლებების დამკვირვებელი გერმანიაში ირმა ცირამუა.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ  არალეგალური მიგრაციის კონტროლი უნდა გამკაცრდეს და პირველ ეტაპზე ვისაც სასწრაფო დეპორტაცია შეეხება, საქართველოს და მოლდოვას მოქალაქეები იქნებიან.

კომენტარები