ქუთაისში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, მეტალურგიული ქარხნის მუშაობის გამო, რამდენიმე ქუჩა კვამლშია გახვეული, მოსახლეობას კი დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა უხდება.
ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ავანგარდისა და “პასელოკის” დასახლებაშია.
“გვიშველეთ, ვიწამლებით, ვიშხამებით, ეს ქარხანა ჩვენთვის ჯოჯოხეთად იქცა”, – აცხადებს ადგილობრივი.
მოსახლეობის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ივლისში “ამბიკონ სტილსს“ მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერდა, რადგან სპეციალური ფილტრები არ ჰქონდა, მუშაობის განახლების შემდეგ არაფერი შეცვლილა და ქალაქის მოსახლეობა ისევ დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, რაც მათ ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
ზაფხულში ქუთაისში მოსახლეობამ მეტალურგიულ ქარხანასთან აქციები გამართა. მათი მოთხოვნა ქარხანაში შესაბამისი სტანდარტების ფილტრების მონტაჟი იყო.
კომენტარები