პარიზის აეროპორტში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ.
მგზავრების თქმით, ისინი გუშინ პარიზიდან ქუთაისში უნდა გამოფრენილიყვნენ, თუმცა აეროპორტში განუცხადეს, რომ თვითმფრინავი გაუმართავია და რეისი ვერ შედგებოდა.
ათეულობით მგზავრმა გუშინდელი ღამე აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე გაატარეს.
“გვშია, გვცივა, გვწყურია არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. მოვითხოვთ ჩაინიშნოს სპეცრეისი და მოხდეს ჩვენი დაუყონებლივ გამოფრენა. საელჩოს ვუთხარით, მოგვისმინა და რეაგირება არაფერი მოახდინა,”- აცხადებენ მგზავრები.
რეისი ქუთაისიდან პარიზის მიმართულებითაც ვერ შესრულდა.
კომენტარები