მოწამეთის მონასტრის ეზოში, ჭაში ტურისტებს მობილური ტელეფონი ჩაუვარდათ. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოსული ტურისტები აცხადებენ, რომ ტელეფონში მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ და ის ჭიდან დაუყონებლივ უნდა ამოიღონ.
ტურისტებმა სამაშველო სამსახურში დარეკეს, თუმცა განუცხადეს, რომ ეს სერვისი მათ არ ეხებათ და კერძო კომპანია უნდა დაიქირაონ.
ტურისტები იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთს” დაუკავშირდნენ და ფაქტის გასაჯაროება და დახმარება გვთხოვეს.
კომენტარები