მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“გია ბასილაძევ, ამ ქალაქის სირცხვილი ხარ, ჭორიკნობაში არ გაძლევთ ხელფასს”

“გია ბასილაძევ, ამ ქალაქის სირცხვილი ხარ, ჭორიკნობაში არ გაძლევთ ხელფასს”

ქუთაისში, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს და  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს სამოქალაქო სექტორი აკრიტიკებს.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ სიძულვილს ენით ცნობილი გია ბასილაძე სამსახურებრივი მოვალეობის ნაცვლად, სოციალურ ქსელში დისკრიმინაციული პოსტებით გამოირჩევა.

“გია ბასილაძე ჭორიკნობაში არ გაძლევთ ხელფასს”,-  წერს ელისო გეგენავა.

“გია ბასილაძევ, ამ ქალაქის სირცხვილი ხარ!  ასეთი დამამცირებელი კომენტარების საწერად არ გიხდით ხელფასს! ეს არ არის “შენი” სამუშაო აღწერილობა და არც სამუშაო საათებში უნდა იყოთ დაკავებული Facebook-ზე დაზვერვითი სამუშაოებით”,- წერს გვანცა თოთაძე.

შეგახსენებთ, რომ გია ბასილაძემ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს დისკრიმინაციური კომენტარი მიუძღვნა.

კომენტარები