მთავარიახალი ამბებისლაიდი

“გირჩი მეტი თავისუფლებას” ქუთაისში ფილმ “სხვისი ცხოვრების” ჩვენების უფლებას არ აძლევდნენ

“გირჩი მეტი თავისუფლებას” ქუთაისში ფილმ “სხვისი ცხოვრების” ჩვენების უფლებას არ აძლევდნენ

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” წარმომადგენლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ფილმ “სხვისი ცხოვრების” გაშვება სურდათ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

პარტიის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ მიმდებარედ, უნივერსიტეტის ეზოში გადაენაცვლათ, თუმცა ადგილზე გადასულ ფილმის ჩვენების მსურველებს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვა პროექტორის მონტაჟის უფლებას არ აძლევდა.

ამ დროისთვის “გირჩის” წევრებს ფილმის ყურების საშუალება მიეცათ.

აქცია პერფომანსი “სუსიდან” გამოჟონილ ინფორმაციას შემდეგ დაიგეგმა.

კომენტარები