მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გურგენიძე, დადიანი, დავითაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

გურგენიძე, დადიანი, დავითაშვილი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს გურგენიძის, დაიდანის და დავითაშვილის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

გურგენიძე – გავრცელებულია ამბროლაურისა და ჩოხატაურის რიონებში. ეს გვარი ცნობილია XII ს-იდან, გვხვდება იჩქით გურგენიძე, წუნდის ეკლესიის აღმშენებელი. მომდინერეობს საკუთარი სახელიდან “გურგრნი”. ისტორიაში ცნობილია გურგენ I კურაპალატი, გურგენ დიდი ერისთავთერისთავი. ამავე ძირისაა გურგენიშვილი.

დადიანი – ოდიშის მთავართა სამთავრო წოდება-გვარი ჩიქვანთა საგვარეულოდან, სამეგრელოს მთავართა ტიტული. ადგილობრივი გამოთქმით: დადია. ძველად მარუშიანნი (მარუშისძენი) ყოფილან. ხშირად არიან მოხსენიებულნი წყაროებში: დადიანი ცოტნე, გიორგი, ლევან, ვარდან, მამია და სხვ. შესაძლოა წარმომდგარი იყოს საკუთარი სახელისგან დადა, დადაი, დადი. ამავე ძირისაა: დადიანიძე, დადივაძე, დადვაძე. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით “დადიანობა არ არის გვარი, გარნა წესი ჴელობისა”.

დავითიშვილი – დავით (ძვ. ებრ) “სიყვარული” სხვადასხვაგვარი გააზრებით “წინამძღოლი”, “შეყვარებული” და გარდა ამისა, მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდანთა სახელია, რომელსაც აღნიშნავდა ეკლესია 5 მარტს, 12 აპრილს , 2 მაისს, 25-26 ივლისს 5,6,19 ივლისს. ეს გვარი განსაკუთრებით გავრცელებულია ქართლში.

ცნობისთვის, “ინფო იმერეთი” ყოველ კვირას 3 გვარის ისტორიას გთავაზობთ.

კომენტარები