ქუთაისში ბაგა-ბაღების აღმზრდელებს ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრება დაავალეს.
აღმზრდელი ერთ-ერთი ბაღიდან გვიყვება, რომ ისინი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 19:00 საათზე დაიბარეს.
“მესინჯერში მოგვწერეს, გელოდებით 7 საათზე მერიასთანო, შვილები და შვილიშვილებიც წამოიყვანეთო. არ გვინდა წასვლა, მაგრამ რა ვქნათ?!”- აცხადებს ბაღის აღმზრდელი.
კომენტარები