მთავარიახალი ამბებისლაიდი

“დაგვეხმაროს ქალაქის მერი, მარტო ხელფასის აღება არ არის მისი მოვალეობა” (Video)

“დაგვეხმაროს ქალაქის მერი, მარტო ხელფასის აღება არ არის მისი მოვალეობა” (Video)

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანასთან რამდენიმე ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა.

ადგილობრივების თქმით, ქარხანა სპეციალური ფილტრების გარეშე მუშაობს და გარემოს აბინძურებს.

მათი თქმით, ღამით გამოყოფილი გამონაბოლქვის გამო მათი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა და ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნათ.

პროტესტის მონაწილეები მერს დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

“ღამე უშვებენ საშინელ გამონაბოლქვს, როდესაც მოსახლეობას ძინავს. დავიტანჯეთ მოსახლეობა. დაგვეხმაროს ქალაქის მერი, მარტო ხელფასის აღება არ არის მისი მოვალეობა. მისი მოვალეობაა მოვიდეს და მოსახლეობის გულისტკივილი გაიზიაროს, მე რომ რამე კანონსაწინააღმდეგო გავაკეთო, ხომ დამაჯარიმებენ, მაშინ ეს ქარხანაც დააჯარიმონ”, – აცხადებს მაგდა კაპანაძე.

კომენტარები