მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – აკაკი ბაქრაძე

“დაიბადა იმერეთში” – აკაკი ბაქრაძე

აკაკი (კაკო) ბაქრაძე – ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი – დაიბადა 1920 წლის 29 აგვისტოს ჭიათურაში.

1937 წლიდან ეწეოდა სამსახიობო მოღვაწეობას ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრში;

გადაღებულია ფილმებში: “მალე გაზაფხული მოვა”(სტუმარი, 1967), “მოიტაცეს თამარ ქალი” (კლიმენტი – თამადა, 1971), “შერეკილები” (მიზანა, 1973), “სამანიშვილის დედინაცვალი” (მოძღვარი, 1977), “მარადისობის კანონი”(კოლმეურნეობის თავმჯდომარე, 1982), “ზვარაკი”(1990) და სხვ.

იყო ჭიათურის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს ღირსების ორდენი.

გარდაიცვალა 2011 წლის 22 აგვისტოს, 90 წლის ასაკში.

კომენტარები