მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, 23 იდენტიფიცირებულია”

“დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, 23 იდენტიფიცირებულია”

შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო 24 საათში იდენტიფიცირებულია სამი ცხედარი. ნიკა ჩალაძე, თემურ ჩარკვიანი და დიტო ფირცხალავა, სოფელ ლაგვანთის მკვიდრები შოვში სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად იყვნენ ჩასულები, როცა მეწყერში მოჰყვნენ.

“დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილებიდან 23 იდენტიფიცირებულია. პრემიერ-მინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება.

კურორტ შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ადგილი, რომლებიც უახლოეს დღეებში დამუშავდება. საძიებო სამუშაოები გაგრძელდება, პერიმეტრიც გაზრდილია მდინარე რიონის ხეობაში და ასევე, მძიმე ტექნიკაც იმუშავებს იქამდე, ვიდრე არ იპოვიან ყველა დაკარგულ მოქალაქეს“, – განაცხადა რაჭის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ.

კომენტარები