18 იანვარს დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეოროიდი „7482“ მოუახლოვდება. ის, მომდევნო 2 საუკუნის პროგნოზების გათვალისწინებით, ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს იქნება.
აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) პროგნოზით, ასტერიოდი „7482“ დედამიწას ღამით, თბილისის დროით 01:51 საათზე ჩაუვლის.
ასტეროიდი, რომელიც 1994 წელსაა აღმოჩენილი, 76 192 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს. არავინ ელის, რომ მოძრავი სხეული დედამიწას შეეჯახება, თუმცა ეს მოვლენა სწორედ პლანეტასთან მოახლოების მანძილითაა გამორჩეული. ის დედამიწისგან 1 609 344 კილომეტრის მოშორებით იქნება.
ეს არაა ყველაზე დიდი ასტეროიდი, რომელსაც დედამიწისთვის ჩაუვლია. ამ მხრივ, პირველობა ასტეროიდ 3122 Florence-ს ეკუთვნის. მისი სიგანე 9 კილომეტრს აღწევს და ბოლოს პლანეტას 2017 წლის 1 სექტემბერს ჩაუარა.
კომენტარები