მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დიდი ალბათობით, დღეს და ხვალ “ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს”

“დიდი ალბათობით, დღეს და ხვალ “ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 10% „ომიკრონის“ შტამია.

გამყრელიძის განცხადებით, დღეს და ხვალ „ომიკრონის“ შემთხვევები მოიმატებს.

“კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები გუშინდელს შემდგე არ შეცვლილა, ისევ 600 შემთხვევაა. დიდი ალბათობით, დღეს და ხვალ „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, რადგან დღეს რამდენიმე ასეული საეჭვო შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს. დიდი ალბათობით, დღეს კორონავირუსის საერთოდ დადასტურებული შემთხვევების 10% არის „ომიკრონი“. 18 წლამდე ასაკის ადამიანებში შემთხვევები იმატებს, ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იზრდება, მაგრამ იზრდება ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე. „ომიკრონის“ 600 დადასტურებული შემთხვევიდან 8 ადამიანი ჰოსპიტალში მოხდა”, – განაცხადა „რუსთავი 2“-თან ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები