მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო. 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან.

I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, რომელიც, თავის მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.

რაც შეეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურებას, მშობელმა სკოლაში უნდა შეავსოს შესაბამისი მიმართვის ფორმა, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდი შეაფასებს ბავშვს და მის საგანმანათლებლო საჭიროებებს დაადგენს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. რეგისტრირებული ბავშვების დოკუმენტები მშობლებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

კომენტარები