მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დღეს ბარბარობაა

დღეს ბარბარობაა

მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს ბარბარობას აღნიშნავს. წმიდა დიდმოწამე ბარბარე III-IV საუკუნეებში ცხოვრობდა. მისი მამა დიოსკორე დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელიც შვილს საგანგებოდ აშენებულ კოშკში, უცხო ხალხისგან მოშორებით ზრდიდა.

მიუხედავად ამისა, ბარბარემ ქრისტიანი თანატოლები გაიცნო და თვითონაც მამისგან ფარულად მოინათლა.

როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, იგი მოსაკლავად გაიმეტა და წმიდა ბარბარე ქალაქის მმართველს მიჰგვარა, რომელიც მის წამებას არ დასჯერდა და ბრძანა, ქალიშვილი ქალაქში შიშველი გამოეყვანათ.

ამ დროს სასწაული მოხდა: წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ ერთადერთ შვილს საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ. ისინი მეხმა ფერფლად აქცია. წმიდა ბარბარე სიკვდილის წინ უფალს შეევედრა: მისი მოწამეობრივი აღსასრულის ყველა მომხსენიებელი უზიარებლად გარდაცვალებისაგან დაეფარა.

დიდმოწამე ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება.

კომენტარები