მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დღეს გიორგობაა

დღეს გიორგობაა

6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

წმინდა გიორგი დაახლოებით 275-303 წლებში მოღვაწეობდა. იგი კაბადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური იყო, რომელიც ქრისტიანობისთვის ეწამა და დიდმოწამედ შერაცხეს.

წმინდა გიორგი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, ინგლისის, ეთიოპიის და საქართველოს მფარველი წმინდანია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს, ხოლო 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.

კომენტარები