მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დღეს იანუკოვიჩი მოხდა საქართველოში, ხალხი ქუჩაში” – ქუთაისში “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს იანუკოვიჩი მოხდა საქართველოში, ხალხი ქუჩაში” – ქუთაისში “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

ქუთაისში “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე, “ქართული ოცნების” ოფისთან ქუჩა გადაკეტეს.

“ჩვენი სათქმელი არის ის, რომ რუსეთში ვცხოვრობთ. რა დროს ოპოზიციაა, რა დროს პარტიაა, რა დროს პოლიტიკური მოთხოვნებია. ამ პოლიციელებსაც ვეუბნებით, დღეს იანუკოვიჩი მოხდა საქართველოში. დღეს უნდა მოხდეს რევოლუცია! არავითარი მშვიდობიანი არჩევნები. მხოლოდ რევოლუცია, ხალხი ქუჩაში”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

“ქართული ოცნების” ოფისთან მობილიზებულია პოლიციაც.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დააყენოს.

კომენტარები