მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეა

იოანე ნათლისმცემელი

დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეა

მართლმადიდებლური სამყარო წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს.

სახარების მიხედვით, წმიდა იოანე ნათლისმცემელს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრების გამო ამხელდა, კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრებისთვის. ჰეროდეას ქალიშვილმა სალომეამ დედის ჩაგონებით ჰეროდეს წინასწარმეტყველისთვის თავის მოკვეთის სურვილით მიმართა.

ჰეროდიადას სძულდა ნათლისმცემელი. წვეულებაზე სალომეას ცეკვით მოხიბლული ჰეროდე მას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა.

იოანე ნათლისმცემელი მოწამეობრივად აღესრულა.

იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეებია: ნათლისღება -19 იანვარი, შობა -7 ივლისი და თავის მოკვეთა -11სექტემბერი.

კომენტარები