მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ევროპა ჩვენი არჩევანია”, “უარი დიქტატურას”, “არა რუსულ კანონს” – აქცია ქუთაისში

“ევროპა ჩვენი არჩევანია”, “უარი დიქტატურას”, “არა რუსულ კანონს” – აქცია ქუთაისში

“ევროპა ჩვენი არჩევანია”, “უარი დიქტატურას”, “არა რუსულ კანონს” – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებმა აქცია გამართეს.

მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი არ დაუჭიროს.

შეკრებილებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონპროექტი რუსულია და ის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის. აქციის მონაწილეების თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა.

“ამ კანონის ინიცირება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ კურს. კანონი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას არ ეხება, არამედ კანონის მიზანია, თავისუფალი ხმის ჩახშობა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გაჩუმება. ამ კანონის მიღება ნიშნავს საქართველოს არჩევანს რუსეთის სასარგებლოდ”, – განაცხადეს შეკრებილებმა.

კომენტარები