ველური ბალახი, გაუვალი ეკალ-ბარდები, დაზიანებული ძელ-სკამები და სანაგვე ურნები, განადგურებული ინფრასტრუქტურა და უფუნქციო საპირფარეშო – ეს კურორტ წყალტუბოს მთავარ რეკრეაციულ სივრცეში არსებული მდგომარეობაა.
მუნიციპალიტეტის ცენტრში 80-მდე ჰექტარზე გაშენებული უნიკალური პარკის უმეტესი ნაწილი გაუვალ ტყედ არის ქცეული.
წყალტუბოს პარკში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ ადგილობრივებიც.
მოსახლეობის თქმით, რეკრეაციული სივრცე ქვეწარმავლებისა და მღრნელების თავშესაფრად არის გადაქცეული.
კომენტარები