მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი. წელს დარეგისტრირებულია 90 000-მდე აპლიკანტი, მათ შორის არიან აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე და პედაგოგების გამოცდაზე გამსვლელები.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.

კომენტარები