მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ერთხელ თუ მაინც გინახავთ ჭიათურის მიტროპოლიტს ხმა ამოეღოს მათ დასაცავად, ან მოშიმშილეებთან მისულიყო?!”

“ერთხელ თუ მაინც გინახავთ ჭიათურის მიტროპოლიტს ხმა ამოეღოს მათ დასაცავად, ან მოშიმშილეებთან მისულიყო?!”

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების პროტესტს ეხმაურება.

სასულიერო პირის თქმით,  ორ კვირაზე მეტია ჭიათურაში მცხოვრები 3 ათასზე მეტი ადამიანი გაფიცულია, ნაწილი შიმშილობს,  რამდენიმე მათგანმა თვითდაზიანება მიიყენა, ჭიათურის მიტროპოლიტს მეუფე დანიელს კი აღნიშნულზე რეაგირება არ ჰქონია.

“ჭიათურაში ყოველ წელს მუშათა გაფიცვა და ქრისტეს ტირილია, მაგრამ ერთხელ თუ მაინც გინახავთ ჭიათურის მიტროპოლიტ დანიელ დათუაშვილს ხმა ამოეღოს მათ დასაცავად, ან მოშიმშილეებთან მისულიყო?! ან საპატრიარქოს?! არა! პასუხი მარტივია: გაჭირვებული ადამიანი მათ არ აინტერესებთ. მათ მხოლოდ მდიდრები აინტერესებთ”, – წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ჭიათურაში 15 დღეა, მაღაროელები გაფიცულები არიან. მე-9 დღეა, 10 მაღაროელი შიმშილობს. ერთმა დასაქმებულმა თვალები ამოიკერა, ერთმა კი პირი. დასაქმებულები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

კომენტარები