მთავარიახალი ამბებისლაიდი

“მონუმენტი “ქართულ ოცნებას” მოსახლეობამ დაუდგა, ჩვენ გავაფორმეთ”

“მონუმენტი “ქართულ ოცნებას” მოსახლეობამ დაუდგა, ჩვენ გავაფორმეთ”

ქუთაისის მერობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძემ პერფომანსი მოაწყო და ანჯაფარიძის ქუჩაზე არსებული ჯებირი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის პლაკატით შეამკო.

“ეს მონუმენტი არის სახე თუ როგორ უნიათოდ მუშაობდა “ქართული ოცნება” და ქალაქის მერი. გარდა იმისა, რომ ორი წელია, ვერ დაასრულეს ცენტრალური ქუჩების რებილიტაციის პროექტები, ვერ ახერხებენ ისეთი მარტივი საქმის გაკეთებას, რასაც დაზიანებული ორმოს ამოვსება ქვია. ანჯაფარიძის ქუჩაზე 2 თვეა, არის ორმო. იმისთვის, რომ არსებულ ორმოს ავტომობილები და ქვეითად მოსიარულეები არ დაზიანებულიყვნენ, მოსახლეობამ თვითომ დადგა ჯებირი. ვინაიდან ცენტრალური ქუჩების მსგავსად დიდი ბანერებით თავს ამ ქუჩაზე არ იწონებენ, ჩვენ გავაფორმეთ მათი მონუმენტი.

მოვუწოდებ მოსახლეობას, 2 ოქტომბერს გააკეთონ სწორი არჩევანი, რათა ქალაქი ისევ ორმოში არ აღმოჩნდეს”, – განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ.

ადგილზე ასევე “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები იმყოფებოდნენ.

კომენტარები