ბოლო ერთ კვირაში იტალიაში ოთხი ქართველი ემიგრანტი დაიღუპა. ინფორმაციას ემიგრანტების საინფორმაციო პლატფორმა აქვეყნებს.
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, სოციალური ხელშეწყობის ასოციაცია „ნინა და საქართველოს“ პრეზიდენტის ნინა ლაფაჩიძის თქმით, ორი ქართველი კორონავირუსით, ორი კი გულის ინფარქტით გარდაიცვალა.
“იტალიის რესპუბლიკა, ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, შეზღუდვის გარეშე მიიღოს სამედიცინო მომსახურება.
ამისთვის საჭიროა, პირმა, რომელსაც ქვეყანაში არალეგალურად უწევს ცხოვრება, მიმართოს ადგილობრივ ამბულატორიებს, იგივე „ASL“ და მოითხოვონ ე.წ. STP – იგივე დროებითი სამედიცინო დაზღვევის ბარათი, რისი ფლობის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება მათთვის ხელმისაწვდომია.
ემიგრანტებო, გთხოვთ გაითვალისწინეთ რჩევები, ისევ და ისევ თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა ლაფაჩიძემ.
კომენტარები