მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ეს არის ვირუსი, რომელიც ძირითადად 2 წლამდე ასაკის ბავშვებს აზიანებს”

“ეს არის ვირუსი, რომელიც ძირითადად 2 წლამდე ასაკის ბავშვებს აზიანებს”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ წელს საქართველოში მომატებულია რესპირატორული, სენსიტიური ვირუსი, რომელიც, ძირითადად, 2 წლამდე ასაკის ბავშვებს აზიანებს.

“გრიპის გარდა მნიშვნელოვანია მეორე ვირუსის მატება, ეს არის რესპირატორული, სენსიტიური ვირუსი, რომელიც ძირითადად 2 წლამდე ასაკის ბავშვებს აზიანებს, კონკრეტულად – მათ ბრონქიოლებს, მისი მიმდინარეობა ყოველთვის საშუალო და მძიმეა. ეს ვირუსი 2 წლამდე ბავშვებში იწვევს სუნთქვის უკმარისობას, შეტევითი ხასიათის ხველას, მსტვინავ სუნთქვას, ამ დროს კი, ბავშვს აუცილებლად სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება, ჟანგბადის დამატებითი მიწოდება.

წელს, ამ ვირუსის გავრცელება, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მეტია. ანალოგიური სტატისტიკა აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას. ასე რომ, წელს საქართველოში რესპირაციული, სენსიტიური ვირუსით გამოწვეულმა ბრონქიორიტმა და მწვავე რესპირატორულმა ვირუსულმა ინფექციამ, გარკვეულად, პიკს მიაღწია და მომდევნო კვირების განმავლობაში ამ შემთხვევების მატება მოსალოდნელია”, – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

კომენტარები