რიკოთის უღელტეხილი ისევ ჩაკეტილია, შემოვლითი გზა კი ავარიული.
სოციალურ ქსელში ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ვიწრო შემოვლით გზაზე ორმოებია.
ავტომობილის მესაკუთრეები ამბობენ, რომ ხშირია შემთხვევები ავტოსაგზაო შემთხვევების.
“ეს არის რიკოთის შემოვლითი გზა, აქ კურღელიც კი ფეხს მოიტეხავს, დავლეწეთ მანქანები, ამ ქვეყანას პატრონი ჰყავს?”, – აცხადებენ მძღოლები.
რიკოთის უღელტეხილი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩაიკეტა, მიზეზი სავარაუდო მეწყრული პროცესია.
კომენტარები