მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ექიმები საქართველოში ტვინდემიის გავრცელებას აანონსებენ

ექიმები საქართველოში ტვინდემიის გავრცელებას აანონსებენ

ექიმები საქართველოში ტვინდემიის გავრცელებას აანონსებენ. მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი რესპირატორული ვირუსები ართულებენ.

მედიკოსების მტკიცებით, დაავადებების თავიდან ასაცილებლად ყველაზე ეფექტური ღონისძიება COVID-19-ისა და გრიპის ვირუსის აცრებია.

“ტვინდემია“ არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სეზონური გრიპითა და COVID-19-ით ერთდროულად ინფიცირდება.

ტერმინი მეცნიერებმა ორი ინგლისური სიტყვის Pandemic (პანდემია) და Twins (ტყუპები) შეერთების შედეგად მიიღეს.

კომენტარები