ექიმი გიორგი ღოღობერიძე ომში უკრაინელების მხარდასაჭერად წავიდა. მისი თქმით, ამ საკითხზე ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა, რომ უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობა ადგილზე, საექიმო საქმიანობით გამოხატოს.
„ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, მეც ჩავსულიყავი იქ, სადაც ყველაზე ძალიან სჭირდებათ ჩვენი, ექიმების დახმარება. უკრაინაში ბევრი ქართველი ექიმი ჩავიდა და მეც მინდა, ამ გუნდს შევუერთდე. ჩვენ თავის დროზე როცა გვიჭირდა, უკრაინელი ხალხი გვერდში დაგვიდგა. დროა, ჩვენც ამით ვუპასუხოთ. ვფიქრობ, იქ ჩასვლა საჭიროა. ჩვენ შეგვიძლია იქაურ ბავშვებს და ხალხს დავეხმაროთ, რომლებიც მძიმე სიტუაციაში გამოსავალს ეძებენ. ჩვენ შეგვიძლია, სამედიცინო კუთხით გვერდით დავუდგეთ ხალხს”, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
კომენტარები