მკვლელობა ვანის მუნიციპალიტეტში.
როგორც ადგილობრივები “ინფო იმერეთს” უყვებიან, სოფელ შუაგორაში რამდენიმე დღის წინ მეზობელმა მეზობელი მოკლა.
დანაშაულის იარაღი სანადირო თოფია.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
“ინფო იმერეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო. ბრალდებული დაკავებულია.
კომენტარები