მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვეძებ შვილს და სამ შვილიშვილს, ცოცხლები არიან, მკვდრები, არ ვიცით არაფერი”

“ვეძებ შვილს და სამ შვილიშვილს, ცოცხლები არიან, მკვდრები, არ ვიცით არაფერი”

შოვში სამაშველო ოპერაციები გრძელდება. სტიქიის ზონიდან 80-მდე ადამიანი ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს.

მათი თქმით, შოვში ვითარება მძიმეა, ათობით ადამიანი ევაკუაციას ისევ ელოდება.

არსებული ინფორმაციით, 50-ზე მეტ ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

“კონტაქტი არ არის, ვეძებ შვილს და სამ შვილიშვილს. არაფერი კონტაქტი… ცოცხლები არიან, მკვდრები, არ ვიცით არაფერი. ორი კვირით წავიდნენ. ველით ვერტმფრენს, ორი ჩამოფრინდა არაფერია ჯერ”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სამაშველო ღონისძიების შედეგად, 2 პირის ცხედარი იპოვეს.

კომენტარები