2022 წელს პანდემიის ტენდენციები იქნება ძალიან მაღალი, – ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა განაცხადა.
„ვირუსი პირველად 2019 წლის ბოლოს გაჩნდა. ეს იყო ტახის წელი, ტახს კი ვეფხვი ჭამს. ტახს ვეფხვის ძალიან ეშინია.
ვეფხვი მსოფლიოში პანდემიას პირველი მოტეხს. წლის განმავლობაში, ამას თქვენ თებერვლის შემდეგ ნახავთ. ვეფხვი თუ მთლიანად არ გაანადგურებს, ძალას დააკარგინებს. პანდემია მსოფლიოში ვირთხის წელში გავრცელდა, ვირთხას კატა ჭამს, კატა საბოლოო წერტილს დასვამს“, – განაცხადა ცაგარელმა „პრაიმტაიმთან“.
კომენტარები