ზემო იმერეთის ორ მდინარეში ნაკადულის კალმახის 100 000 ლიფსიტა გაუშვეს.
ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წელს საქართველოს მასშტაბით ჯამში 25 სხვადასხვა მდინარე 1 000 000-ზე მეტი ნაკადულის კალმახით დაათევზიანა.
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის მინიმალური ჩარევით მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცესს.
კომენტარები