მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში აქტივისტი შიმშილობს

ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში აქტივისტი შიმშილობს

თბილისში, აქციების დროს დაკავებული  გიორგი კუხალეიშვილი ზესტაფონის იზოლატორიდან წერილს ავრცელებს.

მისი თქმით, კვლავ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობას აგრძელებს.

“ჩემო თანამებრძოლებო, მადლობა თანადგომისთვის!

ბრძოლა გრძელდება, ვაგრძელებ შიმშილობას, მიუხედავად ჩემი ადვოკატის თხოვნისა, შემეწყვიტა შიმშილობა. შიმშილობას გავაგრძელებ, სანამ ძალები მეყოფა. დაე მე ვიყო უკანასკნელი მსხვერპლი იმ უკანონობის, იმ უსამართლობის, რაც დღეს საქართველოში ხდება! ნუ შეშინდებით!

ღმერთმა ჩვენ ყველანი, იმ მისიით მოგვავლინა, რაც წინასწარ განგვისაზღვრა, ზოგი ცრუ მოწმედ და ცრუ დამსმენად ევლინება ამ ქვეყანას, ზოგი მოღალატედ, ზოგი “ზონდერ” მოსამართლედ! ვევედროთ უფალს, რომ ამ ქვეყანას ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილებად მოგვავლინოს და საქართველოს ერთგულების გზა, მისი ერთგულება იყოს ჩვენი ცხოვრების მთავარი მისია!

გაუმარჯოს საქართველოს! თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს”, – წერს გიორგი კუხალეიშვილი.

კომენტარები