ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მედიის და მესამე სექტორის წარმომადგენლები მოსამართლის მიერ “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას აპროტესტებენ.
“თავისუფლება ჩვენს კოლეგას, რომელიც ამ უსამართლო მოსამართლემ, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეობაში დატოვა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
“ბათუმელების“ და “ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად – საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზედაც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამაღლობელი საპატიმროში პროტესტის ნიშნად ორ კვირაზე მეტია, შიმშილობს.
კომენტარები