იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს თაქთაქიშვილის, თაყაიშვილის და თბილელის გვარების ისტორიას გთავაზობთ.
თაქთაქიშვილი – გავრცელებულია ქართლში და ძველი ფეოდალური საგვარეულო ყოფილა სამცხეში. სამცხიდან ჩამოსულან და დასახლებულან ქართლში. ამავე ძირისაა თაქთაქიძე.
თაყაიშვილი – მომდინარეობს საკუთარი სახელიდან თაყა. ეს სიტყვა შემონახულია ანდაზაში: “ეგრე არ უნდა თაყაო, შენ რომ მამული გაყაო”. ამავე ძირისაა: თაყაძე (ჯავახეთში); თაყაიშვილი, თაყნიაშვილი(დმანისის რ-ნი).
თბილელი – გავრცელებულია თბილისში. გვრადქცეული სადაურობის სიტყვაა. გამოყენებული ფსევდონიმადაც: იოსებ თბილელი და სხვა. ამავე ძირისაა თბილელაშვილი.
ცნობისთვის, “ინფო იმერეთი” ყოველ კვირას 3 გვარის ისტორიას გთავაზობთ.
კომენტარები