თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
ელოშვილი საკუთარ სახლში ნახეს, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ილია ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას ელოშვილი 2017 წლიდან იკავებდა.
კომენტარები