მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თბილისი მარტო არ არის, ჩვენ მათთან ვართ” – ქუთაისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

“თბილისი მარტო არ არის, ჩვენ მათთან ვართ” – ქუთაისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

ქუთაისში მე-6 დღეა, საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.

საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეკრებილ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეუერთდნენ.

სტუდენტები რექტორისგან სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ. იმავე მოთხოვნით 700-მა სტუდენტმა ადმინისტრაციას ორი დღის წინ წერილობით მიმართა.

“ახალგაზრდებს სახეზე გვაქვს ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა და ყველა ადამიანს მოვუწოდებთ იპოვონ თავიანთი ადგილი, გამოვიდნენ ქუჩებში და დაიცვან სწორი პოზიცია, რომელიც არის ქვეყნის ევროპული მომავალი. თბილისი მარტო არ არის, ქუთაისი მათთან ვართ”, – განაცხადა სტუდენტმა.

კომენტარები