ქუთაისელები თბილისში საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
ქუთაისის მოსახლეობა რეზო გაბრიაძის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმართება.
ისევე როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეების, პროტესტის 24-ე დღეს, ქუთაისელების მოთხოვნაც უცვლელი რჩება: გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
დღესვე, 18:00 საათზე მარჯანიშვილის მოედნიდან “იმერლების მარში“ გაიმართება.
კომენტარები