მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თემო ჭოლაძე – ენერგია, რომელსაც ეს პროცესი მაძლევს, შეუფასებელია

თემო ჭოლაძე – ენერგია, რომელსაც ეს პროცესი მაძლევს, შეუფასებელია

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო infoimereti.ge გთავაზობთ რუბრიკას “პროფესია”, რომლის მორიგი სტუმარიც, სამედიცინო ცენტრი “აილაინის”  ბავშვთა ოფთალმოლოგი თემო ჭოლაძეა.

სახელი: თემო

გვარი: ჭოლაძე

პროფესია: ბავშვთა ოფთალმოლოგი

სამუშაო ადგილი: სამედიცინო ცენტრი “აილაინი”

რომ არ ვყოფილიყავი ექიმი, ვიქნებოდი… ჟურნალისტი ან მსახიობი

ჩემი პირველი ხელფასი იყო… 10 ლარი

ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს… პაციენტ ბავშვებთან ურთიერთობა, ენერგია, რომელსაც ეს პროცესი მაძლევს, შეუფასებელია.

როცა ამ პროფესიას ვირჩევდი მეგონა, რომ… ეს პროფესია ავირჩიე ერთი კონკრეტული ადამიანის გამო, განაცხადის შევსებამდე ერთი თვით ადრე, მე-11 კლასში როცა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ვემზადებოდი, მეცადინეობის ფონზე გამიუარესდა მხედველობა, მოვხვდი საოცარ ექიმთან მაია ბოჭორიშვილთან, რომელთანაც გავიარე აპარატული მკურნალობის რამდენიმედღიანი კურსი და გამოვჯანმრთელდი. ქალბატონი მაია იყო იმდენად ფანტასტიკური პიროვნება და ექიმი, რომ მე უარი ვთქვი ჩემს ბავშვობის ოცნებაზე და გადავწყვიტე სამედიცინოზე მესწავლა.სამწუხაროდ, ქალბატონი მაია ვეღარასოდეს გაიგებს, თუ რა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და როგორ შეცვალა და განსაზღვრა ჩემი ცხოვრების გზა და მომავალი, ის ძალიან მალე გარდაიცვალა. მაგრამ მე ის მახსოვს და ყოველთვის მინდოდა მადლობა მეთქვა მისთვის, მადლობა “ინფო იმერეთს“ ამ შესაძლებლობისთვის. ასე თითქოს არსაიდან მოდიან ჩვენს ცხოვრებაში უცნობი ადამიანები, ცვლიან მას და სამუდამოდ რჩებიან ჩვენს მეხსიერებაში.

ყველაზე დასამახსოვრებელი ოპერაცია… ალბათ, პირველი საკეისრო კვეთა მე4 კურსზე

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ… გულწრფელობას

მჯერა, რომ… ენერგია არ იკარგება, ამიტომ ვცდილობ გავცე მხოლოდ დადებითი ენერგია, ვაკეთო, ვისაუბრო, ვიფიქრო, ვუსურვო სხვა ადამიანებს – მხოლოდ კარგი

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში… წყენას არ ვიდებ გულში, არ მაქვს ადგილი, ადვილად ვივიწყებ და ვპატიობ.

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში… ძალიან ადვილად ვენდობი ადამიანებს. თუმცა როგორც წესი არ ვნანობ, ყველანაირი გამოცდილებისთვის მადლობელი ვარ.

ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის… ოჯახი, მეგობრები, სამსახური და უკვე სპორტდარბაზი.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ… მყოლოდა ძაღლი, შარშან ჩემმა მეგობრებმა დაბადების დღეზე ამისრულეს ეს ოცნება.

ჩემთვის ოჯახი არის… ადგილი, სადაც ყველაზე ძლიერი და დაცული ვარ. აი ბავშვობაში რომ ციხესიმაგრეებს ვაგებდით დაახლოებით ისეთი.

ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე… ცხოვრების ყოველი წამით ტკბობის ნიჭია.

ამოჩემებული სამოსი… ზაფხულზე შორტი და კედი. ზოგადად შოპოჰოლიკი ვარ, თუმცა წინა ზაფხული ლამის ერთ ნასას მაისურში გავატარე.

ყველაზე ხშირად მავიწყდება… დაბადების დღეები, თუმცა იმდენად მიყვარს, სიამოვნებით დავდივარ ყველასთან, საკუთარი დაბადების დღის წვეულებას კი რამდენიმე თვით ადრე ვგეგმავ.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში, არის… ბავშვებო – ნებისმიერი ასაკის ადამიანებს ძალიან ხშირად მივმართავ ასე.

ადრე ვფიქრობდი, რომ… მთავარია სიყვარული

ახლა ვფიქრობ, რომ…  მთავარია მადლიერება

თავისუფალ დროს… აუცილებლად ვატარებ მეგობრებთან, მათ გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა

მეშინია… მარტოობის

ვტირი მაშინ, როდესაც… ვკითხულობ საინტერესო წიგნს, ვუსმენ მუსიკას,  ვუყურებ ფილმს.  რეფლექტორი ვარ, თანაგრძნობის, იმავეს განცდის დიდი უნარი მაქვს.

მრცხვენია მაშინ, როდესაც… აღმოვაჩენ რომ მთელი ბოთლი  კოკა-კოლა მარტომ დავლიე

ყველაზე მეტად მიყვარს… საუბარი, ბევრი საუბარი, ძალიან ცუდი მსმენელი ვარ.

არასოდეს გავაკეთებ… ვერასოდეს გავუკეთებ ვინმეს ცუდს

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ… ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობდი.

სიყვარული არის… მოტივაცია

ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ… საღამოობით, როცა დედას სამსახურის შემდეგ მოჰქონდა “ჭიანჭველას ბუდე“.

როდესაც ცუდად ვარ… ვფიქრობ მხოლოდ კარგზე

დღეს დილით პირველი, რაც გავიფიქრე იყო… ძაღლი უნდა გავასეირნო

ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის… ინდოეთში სთრითფუდის დაგემოვნება.

პირად ურთიერთობებში ვარ… ზედმეტად მომთხოვნი

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც… ბედნიერი ადამიანი

რუბრიკის მიზანი იმერეთში მოქმედი ექიმების კიდევ უფრო ცნობადობის გაზრდა და განსხვავებული კუთხით გაცნობაა. თუ ფიქრობთ, რომ რუბრიკის მორიგი სტუმარი თქვენ უნდა იყოთ მოგვწერეთ მეილზე [email protected] ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 598 98 49 50;

კომენტარები