მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ქალთა ფონდ “სოხუმის” მიერ ორგანიზებული პროექტის ექვსთვიანი სატრენინგო კურსი დასრულდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ქალთა ფონდ “სოხუმის” მიერ ორგანიზებული პროექტის ექვსთვიანი სატრენინგო კურსი დასრულდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში  ქალთა ფონდ “სოხუმის” მიერ ორგანიზებული პროექტის – “კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია“ ექვსთვიანი სატრენინგო კურსი დასრულდა.

ახალგაზრდებმა შეაფასეს ტრენინგების შედეგად მიღებული შედეგები, ისაუბრეს დადებით შედეგებზე, რომელიც მიიღეს და გასცეს სატრენინგო პროცესში.

შეხვედრას რესურსცენტრის  ხელმძღვანელი,  პედაგოგები, მშობლები და მერიის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდა ლიდერებს  სერტიფიკატები გადაეცათ.

ქალთა ფონდი “სოხუმი” ახალ ჯგუფებთან კვლავ გააგრძელებს მუშაობას ახალგაზრდული მიმართულებით.

კომენტარები